პროექტები
kaen

ჩემს შესახებ

ნოდარ ქებაძე

ნოდარ ქებაძე

Full-Stack Developer და Software Engineer

მე ვარ ნოდარ ქებაძე, დამოუკიდებელი დეველოპერი, რომელიც თანამედროვე ვებგვერდებს, კომპიუტერულ პროგრამებსა და Android აპლიკაციებს ქმნის. ჩემი სამუშაო სტილი სრულიად ინდივიდუალურია: ვმუშაობ დისტანციურად, ყოველგვარი შუამავლებისა და კომპანიების გარეშე, რაც ნიშნავს პირდაპირ კომუნიკაციას დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. თქვენ მიკვეთავთ იდეას, მე კი მას რეალურ, გამართულ ციფრულ პროდუქტად ვაქცევ, სადაც აქცენტი ყოველთვის მკაფიო დიზაინსა და კოდის სუფთა სტრუქტურაზეა. ეს მიდგომა საშუალებას მაძლევს, თითოეულ პროექტს მაქსიმალური ყურადღება დავუთმო და მივიღო შედეგი, რომელიც ზუსტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.

პროგრამული ენები

HTML

HTML

CSS

CSS

JS

JS

React

React

Angular

Angular

NodeJS

NodeJS

PHP

PHP

Python

Python

Java

Java

Kotlin

Kotlin

SQL

SQL

C#

C#

C++

C++

Astro

Astro

პროგრამები, რომლებსაც ვიყენებ

VS Code

VS Code

Android Studio

Android Studio

PyCharm

PyCharm

Sublime Text

Sublime Text

Brackets

Brackets

Notepad++

Notepad++

Figma

Figma

Photoshop

Photoshop

ვებგვერდის უსაფრთხოების სკანირება

გსურთ იცოდეთ, რამდენად დაცულია თქვენი საიტი რეალური საფრთხეებისგან? მე ვიყენებ ინდუსტრიის წამყვან ინსტრუმენტებს თქვენი ვებგვერდის "გამძლეობის" შესამოწმებლად. სკანირების შედეგად გამოვავლენ ყველა სუსტ წერტილს და დაგეხმარებით მათ აღმოფხვრაში, რათა თქვენი და თქვენი მომხმარებლების მონაცემები ყოველთვის უსაფრთხოდ იყოს.

Burp Suite

Burp Suite

Metasploit

Metasploit

Nmap

Nmap

OWASP ZAP

OWASP ZAP

SQLMap

SQLMap

WPScan

WPScan

Wireshark

Wireshark

Dirsearch

Dirsearch

Nikto

Nikto

Shtormi

Shtormi

SHTORMI - ჩემი საავტორო Stress Testing პროგრამა

SHTORMI თავიდან ბოლომდე ჩემი შექმნილია, იდეიდან ბოლო ხაზის კოდამდე. მისი შექმნის მთავარი მიზეზი იყო მქონოდა საკუთარი, ზუსტად მორგებული პროგრამა, რომელიც მაჩვენებდა რამდენად გამძლეა ვებგვერდი რეალურ დატვირთვასა და კრიტიკულ სიტუაციებში. ეს არის Windows-ის დესქტოპ პროგრამა, აწყობილი Python-ზე, ასინქრონული არქიტექტურით. მუშაობისას იყენებს თანამედროვე მიდგომებს, აგროვებს ანალიტიკას და ტესტის ბოლოს მაძლევს დეტალურ ანგარიშს, რათა ზუსტად გამოჩნდეს სად აქვს სისტემას სუსტი წერტილები და როგორ უნდა გამყარდეს. პროგრამა გათვლილია ძალიან მაღალი დატვირთვის სიმულაციაზე, ამიტომ მის გამოყენებას სჭირდება ძლიერი კომპიუტერი და საკმარისი რესურსი. ჩემთვის ეს მხოლოდ ძალის დემონსტრაცია არ არის - მისი მიზანია წინასწარ დავინახოთ რისკები და თავიდან ავიცილოთ გათიშვები მაშინ, როცა საიტზე ბევრი მომხმარებელი შედის. მნიშვნელოვანია: როგორც ამ პროგრამის ავტორი, მკაცრად ვიცავ ეთიკის ნორმებს. SHTORMI-ს ვიყენებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაქვს მფლობელის ოფიციალური ნებართვა და მხოლოდ ლეგალური ტესტირების ფარგლებში.

სერვისები და ფასები

ქვემოთ მოცემულია ძირითადი მიმართულებები და საორიენტაციო ტარიფები. თითოეული პაკეტი აღწერს რას იღებს კლიენტი რეალურად, რომ წინასწარ იყოს მკაფიო მოლოდინი.

ვებ-დეველოპმენტი (Web Development)

Landing Page (ერთგვერდიანი საიტი)

400 - 800 ₾

მოიცავს სრულ დიზაინს, მობილურზე მორგებას და ძირითად ტექნიკურ გამართვას.

ბიზნეს საიტი (მრავალგვერდიანი)

1,000 - 2,500 ₾

მოიცავს Full-Stack ფუნქციონალს, მართვის პანელს (Admin Panel) და საკონტაქტო ფორმებს.

ონლაინ მაღაზია (E-commerce)

3,000 ₾-დან

მოიცავს პროდუქტების კატალოგს, კალათას და ქართული გადახდების ინტეგრაციას (TBC, BOG).

პროგრამები და მობილური აპლიკაციები

Android აპლიკაცია

1,500 - 4,000 ₾

საბოლოო ფასი დამოკიდებულია ფუნქციების რაოდენობასა და დიზაინის სირთულეზე.

Desktop პროგრამა (Windows)

1,200 - 3,000 ₾

ინდივიდუალური პროგრამული ხელსაწყოები თქვენი ბიზნესის ყოველდღიური რუტინის გასამარტივებლად და ავტომატიზაციისთვის.

საიტების შემოწმება

საიტის უსაფრთხოების აუდიტი

300 - 600 ₾

მოიცავს სისუსტეების შემოწმებას (SQLMap, Nikto, WPScan) და პრაქტიკულ რეკომენდაციებს.

კომპლექსური დაცვა (Full Security)

1,500 ₾-დან

სრული შემოწმება, სტრეს-ტესტირება (SHTORMI) და აღმოჩენილი პრობლემების გასწორება.

ყველა პროექტი უნიკალურია და საბოლოო ღირებულება განისაზღვრება სამუშაოს მოცულობით. ზემოთ მოცემული ფასები საორიენტაციოა. ვმუშაობ პირდაპირ, შუამავლების გარეშე, ამიტომ გთავაზობ მაღალი ხარისხის მომსახურებას უფრო მისაღებ ფასად.

საკონტაქტო